ხელს აწერთ ხელშეკრულებას, რომელიც ბოლომდე არ გესმით?

გამოგვიგზავნეთ. ჩვენ დაგიბრუნებთ მარტივი ენით ახსნილ ყველა სარისკო პუნქტს და გასწორებულ ფორმულირებას, რომელიც შეგიძლიათ მეორე მხარეს დაუბრუნოთ. წერილობით, თქვენს ვადებში.

სამი „სტანდარტული“ პუნქტი, რომელსაც ყოველდღე აწერენ ხელს

პუნქტი დედანში

ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით, თუ მხარე ვადის გასვლამდე 30 (ოცდაათი) დღით ადრე წერილობით არ განაცხადებს მისი შეწყვეტის შესახებ.

რას ნიშნავს

თუ ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე წერილობით არ განაცხადებთ, რომ ბინიდან გადიხართ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადით.

ხაფანგი

დუმილი თანხმობად ითვლება. ერთი გადაცდენილი დღე და კიდევ ერთი სრული ვადა გემატებათ — მაშინაც კი, როცა ბინიდან გასვლა უკვე გადაწყვეტილი გქონდათ.

შესწორება

ხელშეკრულება გრძელდება მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით.

პუნქტი დედანში

მომსახურე უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები და ტარიფები, ცვლილების ვებგვერდზე განთავსებით.

რას ნიშნავს

ფასისა და პირობების შეცვლა მეორე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე შეუძლია; გაფრთხილება შესრულებულად ითვლება, თუ ცვლილება საიტზე აისახება.

ხაფანგი

ხელს აწერთ ფასს, რომელიც ხვალვე შეიძლება შეიცვალოს. შეტყობინებას ვერსად მიიღებთ — ვალდებული ხართ, თავად ამოწმოთ ვებგვერდი.

შესწორება

პირობების ან ტარიფის ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მეორე მხარის წერილობითი თანხმობის შემდეგ.

პუნქტი დედანში

ქირის ვადაგადაცილებისთვის მოიჯარე იხდის პირგასამტეხლოს დაგვიანებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

რას ნიშნავს

ქირის ყოველი დაგვიანებული დღე დაგვიანებული თანხის ნახევარი პროცენტი ღირს. ზედა ზღვარი დადგენილი არ არის.

ხაფანგი

დღეში 0.5% წელიწადში 182%-ია და ჯამზე შეზღუდვა არ არის განსაზღვრული — საკმარისია დაგვიანება გაგრძელდეს და ჯარიმა თავად დავალიანებას გადააჭარბებს. ამასთან, ჯარიმა მხოლოდ ერთი მიმართულებით მოქმედებს: მეიჯარესაც აქვს ფულადი ვალდებულება — დეპოზიტის დაბრუნება — და მის დაგვიანებას ფასი არ ახლავს.

შესწორება

ქირის ვადაგადაცილებისთვის მოიჯარე იხდის პირგასამტეხლოს დაგვიანებული თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში არაუმეტეს ამ თანხის 10%-ისა. იგივე წესი ვრცელდება მეიჯარის მიერ დეპოზიტის დაბრუნების ვადაგადაცილებაზე.

ნიმუშები განზოგადებულია და კონკრეტულ ხელშეკრულებას არ ეკუთვნის.

რას იღებთ

ორივე — წერილობით. თქვენია: შეინახეთ, გადააგზავნეთ, იმოქმედეთ.

როგორ მუშაობს

  1. გამოგზავნეთ დოკუმენტი — ფოტო, სკანი ან PDF.

  2. აარჩიეთ შესრულების ვადა და გადაიხადეთ საფასური.

  3. მიიღეთ მარკირება და შესწორება — მარტივი ენით ახსნილი.

  4. დასვით დამატებითი კითხვები — პასუხს წერილობით მიიღებთ.

ვადა და ფასი

პაკეტივადაფასი
სტანდარტული7 დღე135 ₾
სწრაფი48 საათი269 ₾
იმავე დღესდღესვე539 ₾
გადაუდებელი2 საათი999 ₾

ფასი ერთ დოკუმენტზეა, 10 ნაბეჭდ გვერდამდე; უფრო გრძელი ან ხელნაწერი დოკუმენტი ფასდება გადახდამდე.

პაკეტივადაფასი
სტანდარტული7 დღე399 ₾
სწრაფი48 საათი675 ₾
იმავე დღესდღესვე1099 ₾

ფასი ეხება სტანდარტულ ხელშეკრულებას; არასტანდარტული შემთხვევა ფასდება გადახდამდე.

სერვისივადაფასი
მოლაპარაკება მეორე მხარესთანსაქმის მიხედვითშეთანხმებით
როცა ხელშეკრულება დარღვეულიასაქმის მიხედვითშეთანხმებით

ორივე წერილობითი სამუშაოა: ფორმულირებები, რომელთა შეთავაზებაც ღირს, და წერილები, რომლებიც მეორე მხარეს ეგზავნება. გამოგვიგზავნეთ, რაც გაქვთ — მოცულობასა და ფასს სამუშაოს დაწყებამდე შევათანხმებთ.

ხშირი კითხვები

რა დოკუმენტებზე მუშაობთ?

იჯარა, ნასყიდობა, მინდობილობა, შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებები, სესხისა და საბანკო დოკუმენტები.

მხოლოდ ამოწმებთ ხელშეკრულებებს თუ წერთ კიდეც?

ორივეს. შემოწმება ბრუნდება როგორც თქვენი ხელშეკრულება მარკირებით და გასწორებული ფორმულირებებით. დაწერა — როგორც მზა ხელშეკრულება თქვენს სიტუაციაზე მორგებული, რომელიც მხოლოდ ხელმოსაწერია. ასევე ვწერთ მეორე მხარეს თქვენს ნაცვლად: ვთავაზობთ პირობებს ან წერილობით ვაყალიბებთ დარღვევას. ფასს დოკუმენტების ნახვის შემდეგ გეტყვით.

ქართულად ისედაც ვკითხულობ — რაში მჭირდება?

იმიტომ, რომ წაკითხვა და იმის ცოდნა, თუ რა მოგივა ამ პუნქტით, ორი სხვადასხვა რამაა. ჩვენ სწორედ მეორეს გეუბნებით.

ეს იურიდიული ფირმაა?

არა. kurashvili.ge არის დოკუმენტის ანალიზის სერვისი: გეუბნებით ზუსტად რას აწერთ ხელს და გაძლევთ გასწორებულ ფორმულირებას. თუ სიტუაცია სასამართლოში წარმომადგენლობას საჭიროებს, ეს ჩვენი საქმე არ არის — ამას პირდაპირ გეტყვით.

ჩემი დოკუმენტი კონფიდენციალურია?

დიახ. მას მხოლოდ ის ხედავს, ვინც მასზე მუშაობს, და არსად ქვეყნდება. საიტზე განთავსებული ნიმუშები სხვა, ანონიმიზებული დოკუმენტებია.

უკვე ხელი მოვაწერე. გვიანღაა?

არა. მარკირება გაჩვენებთ, სად დგახართ და რის თავიდან გადათანხმებას ჯობია შეეცადოთ.

ზარებს იღებთ?

ყველაფერი წერილობითაა — განზრახ. იღებთ დოკუმენტს, რომელიც შეგიძლიათ შეინახოთ, გადააგზავნოთ და გამოიყენოთ. თუ საქმე მაინც ზარს მოითხოვს — 555 11 67 76.

როგორ ვიხდი?

საბანკო გადარიცხვით. გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი — ფასს, ვადასა და გადარიცხვის რეკვიზიტებს ერთ საპასუხო წერილში მიიღებთ. საზღვარგარეთიდან Wise-ით შეგიძლიათ გადმორიცხვა; საქართველოს შიგნით თანხა წუთებში მოდის.

ვინ დგას ამის უკან

დიმიტრი ყურაშვილი

დიმიტრი ყურაშვილი

kurashvili.ge ჩემს გვარს ატარებს. მე ვარ დიმიტრი ყურაშვილი.

საკმაოდ ბევრ ცუდ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და არაერთხელ ვიმუშავე საერთოდ უხელშეკრულებოდ, ნდობით. ორივეში გადავიხადე ფასი. იმიტომ კი არა, რომ პირობებს მალავდნენ — არამედ იმიტომ, რომ მათში გარკვევა ისეთ საქმედ მეჩვენებოდა, რომელსაც სპეციალისტი და ბიუჯეტი სჭირდება.

სწორედ ეს მინდა, რომ აღარ იყოს. იმის ცოდნა, რასაც ხელს აწერ, ჩვეულებრივი უნდა იყოს და არა პრივილეგია. ქართულ სამართალში თავისუფლად ვორიენტირდები და ქართულ დედანს თავად ვკითხულობ — გზაში არაფერი იკარგება, და ყოველ შენიშვნაზე, რომელსაც თქვენს მარკირებაში დავწერ, პასუხს ვაგებ.

გამოგვიგზავნეთ ხელშეკრულება

მონიშნული ხელშეკრულება და გასწორებული ფორმულირება — თქვენს ვადაში, წერილობით.